თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ სირიის ლიდერი უზბეკეთის სამიტს დაესწრებოდა. ამის შესახებ Reuters-ი თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.
თუმცა ასადი არ ესწრებოდა სამიტს.
მანამდე, Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ბოლო კვირებში, თურქეთის დაზვერვის უფროსმა სირიელ კოლეგასთან დამასკოში ბევრი შეხვედრა გამართა.