რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თითქმის 800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსა. ტექნიკა 40 სამხედრო აეროდრომზეა განლაგებული. ამის შესახებ ბრიფინგზე საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, იუწყება Ukrinform.
მისი თქმით, თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობაა 430 ერთეული, ასევე 340 ვერტმფრენი.
უკრაინელი მებრძოლები მუდმივად პატრულირებენ და აკონტროლებენ ბელორუსის, რუსეთის საჰაერო სივრცეს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე შავი და აზოვის ზღვების წყლებს.
„ზოგადად, რუსული ავიაცია დღეში 200-მდე გაფრენას ახორციელებს. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ სულ 38 000 გაფრენა განახორციელა“, - აცხადებს იგნატი.