დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის კერძო სექტორზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმამ 30-ზე მეტი სახლი დააზიანა. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული პოლიცია იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, დამპყრობლებმა ქალაქს S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. ჭურვი ორ საცხოვრებელს შორის მოხვდა. ავიაიერიშის შედეგად, კიდევ 32 სახლი დაზიანდა.
სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებები 16-დან 72 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს.