ბრიტანეთის დაზვერვა: ბოლო 10 დღეში, რუსეთმა უკრაინაში სავარაუდოდ, ოთხი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა

რუსეთმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში, სულ მცირე ოთხი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, ეს არის შედეგი იმისა, რომ რუსეთის საჰაერო ძალები, სახმელეთო დანაყოფების დაცვის მიზნით, უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, უფრო მეტ რისკზე მიდიან.

„რუსეთის საჰაერო უპირატესობის მუდმივი ნაკლებობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც საფუძვლად უდევს უკრაინაში მისი ოპერაციული მოდელის სიმყიფეს,“ აცხადებენ მოხსენების ავტორები.

რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადეს, რომ მათ თითქმის მთლიანად დაამარცხეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა და უკრაინის საჰაერო ძალები.