რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად არარეგულარულ მოხალისეთა და მარიონეტულ ფორმირებებს ეყრდნობა, ვიდრე შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივ დანაყოფებსა და ფორმირებებს. ამის შესახებ, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები თავიანთ ყოველდღიურ რეზიუმეში აცხადებენ.
მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ ხარკოვის რეგიონში დამარცხების შემდეგ, ზაფხულსა და შემოდგომაზე პუტინი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სარდლობის გვერდის ავლით მოქმედებდა.
სამხედრო ბლოგერებზე მითითებით, ISW წერს, რომ რუსეთმა დაიწყო მე-4 არმიის კორპუსის ფორმირებისა და დაკომპლექტების პროცესი - „ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტაციის დონეზე“.
როგორც მე-3 კორპუსის შემთხვევაში, საუბარია მოხალისეებზე. „არარეგულარული ქვედანაყოფების ფორმირებაზე ყურადღება გადამდგარი რუსი ოფიცრების გარკვეულ კრიტიკას იწვევს“, აღნიშნავენ მოხსენების ავტორები. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი სპეცრაზმის შექმნა გამოიწვევს შემდგომ დაძაბულობასა და რუსეთის ძალებს შორის ერთიანობის ნაკლებობას.