უკრაინელმა კიბერდამცველებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„ვაგნერის ჯგუფის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს რუს ტყვეებს უკრაინასთან ომისთვის, გატეხილია IT არმიის მიერ! ჩვენ გვაქვს დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები!“, - წერს ფედოროვი.