თურქეთი მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის „ტყვეების კრიზისის“ მოსაგვარებლად, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან.
„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და მივაღწიეთ გარკვეულ ეტაპს. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით", - განაცხადა ერდოღანმა ამერიკულ სატელევიზიო შოუ PBS NewsHour-თან ინტერვიუში.
უზბეკეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად და აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან.
„მე მქონდა ვრცელი დისკუსია (რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ) პუტინთან უზბეკეთში. მივხვდი, რომ ისინი რეალურად ცდილობენ ამის (ომის, რედ.) დასრულებას რაც შეიძლება მალე. ეს სიტუაცია დიდი პრობლემაა.
ამ ეტაპზე, მაგალითად, მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვის გაცვლაზე. ეს კარგია, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.