ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით, €5 მილიარდიანიანი დახმარება დაამტკიცა.
ეს არის ევროკავშირის მიერ დაგეგმილი მაკროფინანსური დახმარების (€9 მილიარდ ევრომდე) მეორე ნაწილი, რომელზეც ყველა მხარემ მაისში შეთანხმდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა და ევროკავშირის წევრებმა უკრაინას თებერვლიდან მოყოლებული 19 მილიარდი ევრო გადასცეს.