სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადება წარადგინა. საუბარია ახალ მუხლებზე – „ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება“ და „ძარცვა“. რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს.
„ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის, პირს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ძარცვისთვის - 15 წლამდე“,- წერს ადვოკატი პაველ ჩიკოვი.
ხოლო მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის ერთ თვეზე მეტი ვადით დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
კანონპროექტის მეორე მოსმენა დღეს იგეგმება. მესამე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.