რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, კიდევ 8 ქვეყანა შეუერთდა

რვა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, შეუერთდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების სიის გაფართოების შესახებ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართონაშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.  

2022 წლის პირველ სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ იმ პირთა, ორგანიზაციებისა და ორგანოების სიაში დაამატა სამი პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და უკრაინა, პოტენციური კანდიდატი ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ საბჭოს გადაწყვეტილებას.

პირველ სექტემბერს დამტკიცებულ გაფართოებულ სიაში შედიან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები: ალა პოლიაკოვა და ანტონ ტკაჩევი, ასევე რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს წევრი ვალერი პონომარევი.