უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი.
„სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. განვიხილეთ უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინს სურს უკრაინასთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულება.