გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კრემლის პირობებს ვერ მიიღებს.
შოლცმა გამოსვლა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ პუტინის ომი დასრულდეს, მაშინ არ შეიძლება ჩვენთვის სულ ერთი იყოს, თუ როგორ დასრულდება ის. ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას და არ მივიღებთ არანაირ რეფერენდუმებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.