რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მილოცვა გაუგზავნა.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთთან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, კოორდინაციას უწევენ ძალისხმევას EAEU-ს, CSTO-ს, დსთ-სა და სხვა მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში“, - აღნიშნულია წერილში სომხური მედიის ცნობით.