უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯერა, რომ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ არც გამორიცხავს.
„ამ კაცის თავში ვერ ჩავხედავთ“, - აღნიშნავს ზელენსკი. თუმცა აცხადებს, რომ მას პუტინის მუქარა არ შეაკავებს, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ფიქციურ რეფერენდუმებს“ სახელმწიფოების 90% არ ცნობს.
„ჩვენ ვიმოქმედებთ ეტაპობრივად ჩვენი გეგმების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას", - განაცხადა ზელენსკიმ.