მარიუპოლის რამდენიმე დამცველი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. ისინი ტყვეების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.
კერძოდ, გათავისუფლებულთა შორის არის მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერშინინი. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განცხადა და მისი გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა.
ვერშინინი ტყვეობაში მიმდინარე წლის მაისიდან იმყოფებოდა. ის მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად დააკავეს. დადასტურდა ისიც, რომ მედიკოსი, აზოვსტალის მცველი, კატერინა პოლონჩუკი ასევე თავისუფალია.
სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტყვეების გაცვლა დღეს მოხდა. გაცვლის დროს გაათავისუფლეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.