პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის რუსული მხარისთვის გადაცემა „სამწუხარო არ არის“, რადგან მან კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება გაიარა.
„ჩვენ რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ. ჩვენ ჯერ გვთავაზობდნენ 50 ადამიანში იმ ერთში გაცვლას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენ არ დავეთანხმეთ და ვითხოვდით... შედეგად რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
მედვედჩუკის გადაცემა, ნამდვილი მებრძოლების სანაცვლოდ არ გვენანება. მან გაიარა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რასაც კანონი ითვალისწინებს. უკრაინამ მისგან მიიღო ყველაფერი, რაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, სიმართლის დასადგენადაა საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.