თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის მიერ, თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაცვლა მოხდა დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც მან აწარმოა ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
„თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიის ძალის რწმენის შედეგი“, - განაცხადა ერდოღანმა.
NATO-ს წევრ თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას, არ მიუერთდა სანქციებს, თუმცა აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას და ამარაგებს კიევს თვითმფრინავებით.