ქართულ ბაზარზე პურის ფასი მცირდება

ქართულ ბაზარზე პურის ფასი მცირდება. როგორც ცნობილია, კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები 10 თეთრით უკვე შეამცირა.

ამასთან, პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ხორბლის ფასმა და შესაბამისად, ფქვილის ფასმაც დაიკლო.

"ამ ფონზე მეპურეების მხრიდან გამოიკვეთა მზაობა, რომ პურის ფასმა, პირველადი მოთხოვნილების სეგმენტზე დაიწიოს", - აცხადებენ პურის მწარმოებელთა ასოციაციაში.