უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Ouest France-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია. ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში.
მე შოკირებული ვარ, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მე მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ის არ ადანაშაულებს ქვეყნის ლიდერებს.
„მე ფაქტებზე ვსაუბრობ: იყო დისკუსია ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს არ დაეხმარა უკრაინას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ისრაელზე რუსეთის გავლენა შესამჩნევია.