უკრაინელმა სამხედროებმა დღეს, რუსეთის კუთვნილი 6 კამიკაძე დრონი და სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს, ექვსი (შაჰედ-136) კამიკაძე დრონი და რუსული სუ-25 გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების სარდლობამ, Facebook-ზე დაწერა.

„23 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით, რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18:30 საათისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა 6 კამიკაძე უპილოტო დრონი ჩამოაგდო. 

გარდა ამისა, ქვეყნის სამხრეთით, საჰაერო ძალების საზენიტო მსროლელებმა გაანადგურეს მტრის სუ-25.