ოკუპირებული ბერდიანსკის ცენტრში აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ბერდიანსკის საქალაქო საბჭომ Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform.

„ბერდიანსკში ძლიერი აფეთქება გაისმა. მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს ფსევდორეფერენდუმის მეორე დღეა.