სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ერთიანი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ პიონგიანის პროვინციის ტაეჩონის მახლობლად გაისროლეს.
„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება არის სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეის ქმედება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის და ამის გაკეთება უკრაინაში შეჭრის დროს, მიუღებელია“, - განაცხადა თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ტოკიოსა და სეულში ჩასვლას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, მის მიერ განსახილველ საკითხთა შორისაა ტაივანის უსაფრთხოების საკითხი.