ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მთავრობა 2030 წლის ბოლომდე თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდ ფუნტამდე გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბენ უოლესმა განაცხადა, იტყობინება The Telegraph-ი.
მანამდე, ტრასმა პირობა დადო, რომ თავდაცვის ბიუჯეტს, გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს 3%-მდე მიიყვანს.
„ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის ბიუჯეტზე 100 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე 2029-2030 წლებში. ამჟამად, ის 48 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს… რვა წელიწადში ეს უზარმაზარი თანხა გაიზრდება“, - განაცხადა უოლესმა The Telegraph-თან ინტერვიუში.