საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან.
ამ საკითხზე ელჩს კითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს.
„სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს. ეს ქართველებმა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.
რა თქმა უნდა, შემიძლია სრულად გავიგო, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, გამოიწვია რუსების შემოდინება, მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.