უკრაინის გენშტაბმა, კუპიანსკის სამხრეთ ნაწილის სარკინიგზო კვანძის გათავისუფლება ირიბად დაადასტურა

ორშაბათს საღამოს ანგარიშში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ირიბად დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა შენაერთებმა კუპიანსკ-უზლოვი (კუპიანსკის სამხრეთ გარეუბანი მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე) დაიკავეს.

BBC-ის ცნობით, სწორედ აქ მდებარეობს დიდი სარკინიგზო კვანძი, რომელიც რუსული არმიის ლოგისტიკისთვის ხარკოვის რეგიონის უმეტესი ნაწილიდან გასვლამდე მნიშვნელოვანი იყო. 

გენერალური შტაბის ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ძალების მიერ კუპიანსკის მიმდებარე სოფლების დაბომბვაზე და მათ შორის დასახელებულია კუპიანსკ-უზლოვოი.

დეტალური ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების მიერ კუპიანსკის სამხრეთ ნაწილის სარკინიგზო კვანძით გათავისუფლების შესახებ, ჯერ არ ვრცელდება.