რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ „ტელეგრამის არხზე“ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
„მტრის თავდასხმა კრივი რიჰის აეროპორტზე. რუსებმა X-59-ის რაკეტით დაარტყეს. აეროპორტის ინფრასტრუქტურა განადგურებულია. აეროდრომისა და აღჭურვილობის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია", - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.