ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მიგრაციის შეჩერების მიზნით, რუსეთის საზრვართან ღობის აშენების ინიციატივით გამოდის.
მესაზღვრეებმა თავიანთ მოხსენებაში „უსაფრთხოების პირობების ცვლილების გამო“ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აშენებას რეკომენდაცია გაუწიეს.
საზღვრის დაცვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ღობე ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ფინეთის საზღვარზე შემოდინების თავიდან აცილებას, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეინიშნება.
სასაზღვრო სამსახურის უფროსის პასი კოსტამოვაარას თქმით, ღობის სიგრძე შეიძლება 130-დან 260 კმ-მდე იყოს და მშენებლობას ორი-სამი წელი დასჭირდება.