იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა. შეხვედრის შემდგომ კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, ნება მომეცით, გითხრათ, რაოდენ დიდი პატივი იყო ჩემთვის მინისტრთან შეხვედრა და შესაძლებლობა მქონოდა, მასთან განმეხილა კანონის უზენაესობის საკითხები, თუ რამდენად განვვითარდით კანონის უზენაესობის კუთხით როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე გლობალური მასშტაბით.
ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, პრობაციასა და სხვა მრავალ საკითხზე.
განვიხილეთ ამ კონტექსტში არსებული საერთო მიზნები. ჩვენ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აქ ვარ, სამინისტროში, მოუთმენლად ველი მომავალ ვიზიტებს და ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას და მინისტრს, ასევე,ვიხილავ ვაშინგტონში“, - განაცხადა ბრიუს შვარცმა.