ყაზახეთის სტრატეგიული მიზანია ევრაზიულ სივრცეში, ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ცენტრი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Digital Bridge ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თოყაევის თქმით, ამ დროისთვის ყაზახეთი ყველაზე გაციფრულებული სახელმწიფოების ტოპ 30-ეულშია და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს.
„ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გავამარტივოთ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და მივაღწიოთ ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ საჯარო ადმინისტრაციის დიჯითალიზაციის თვისობრივად ახალ ფორმატზე - უხილავ მთავრობაზე. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი აქცენტი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა თოყაევმა.
მეორე პრიორიტეტად თოყაევმა IT ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა დაასახელა.
„ამ ბოლო დროს აშშ-ში შეხვედრები გავმართე ისეთი კომპანიების ხელმძღვანელობასთან, როგორიცაა Microsoft, Epam, Coursera. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები ყაზახეთში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ლოკალიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარი იზიდავს ღრუბლოვანი გამოთვლების უმსხვილეს მოთამაშეებს, როგორიცაა Microsoft Azure, Amazon Web Services, Google Cloud და სხვა.