აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამხრეთ კორეას ეწვია.
Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჰარისი დღეს დემილიტარიზებულ ზონასაც ეწვევა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს.
ამასთან, კამალა ჰარისი დაგმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდას.
განხილვის საგანია ასევე აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივი ურთიერთობა და ჩინეთის ქმედებებ ტაივანის სრუტეში.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ზღვაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.