აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ჩრდილოეთ კორეის გაძლიერებული ბირთვული რიტორიკა და იარაღის გამოცდა დაგმეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ჰარისი იუნს სამხრეთ კორეის დედაქალაქში, დღეს დილით შეხვდა.
მისივე ცნობით, ვიზიტს წინ უძღვის რეგიონში დაძაბულობა, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებითა და ტაივანის სრუტეში ჩინეთის მოქმედებების გამო.
„ლიდერებმა განიხილეს ჩვენი პასუხი პოტენციურ მომავალ პროვოკაციებზე, მათ შორის იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გზით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.