ყაზახეთის ინტერნეტის სეგმენტი კიბერშეტევის ქვეშაა. ამის შესახებ სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახურში“ განაცხადეს.
„სახელმწიფო ტექნიკური სამსახური იუწყება, რომ „კაზნეტზე“ მასშტაბური კიბერშეტევები დღეს დილით კვლავ დაფიქსირდა. ამ დროისთვის საფრთხეების განეიტრალებაზე ტექნიკური სპეციალისტები მუშაობენ “, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„თავდასხმები ქვეყნის ყველა რეგიონში ინტერნეტკავშირების მუშაობაზე გავლენას ახდენს“, აღნიშნეს კომპანიაში.
ერთი დღით ადრე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიზანმიმართული კიბერშეტევები მიმართული იყო როგორც ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე, ასევე „კაზნეტის“ ინფრასტრუქტურაზე.
„კიბერშეტევების გამო, შეფერხებულია ინტერნეტკავშირი. სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახური“ ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი კიბერშეტევები დაკავშირებულია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ მოვლენებთან.