დიმიტრიუს კაირიდისი: პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია

პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა., – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრიუს კაირიდისმა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქართველოს დიდი წარმომადგენლობა გვყავს საბერძნეთში, ისევე როგორც ბერძნებს გვყავს დიასპორა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებისა და ყოყმანის გარეშე გვჭირდება ამ შესაძლებლობის დანახვა წინ წასასვლელად ამ ისტორიულ მომენტში. ჩემს კოლეგებთან შეხვედრისას ძალიან ნაყოფიერი განხილვები გვქონდა და შევთანხმდით კიდევ უფრო მეტად მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა დიმიტრიუს კაირიდისმა.