უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, კვიპროსის სასამართლომ მაგნატ ოლეგ ბახმატიუკს 79,4 მილიონი დოლარის ქონება გაუყინა.
კვერცხის უმსხვილესი მწარმოებლის, UkrLandFarming-ის აქციონერს, მისი კომპანიის მთავარი კრედიტორისგან - ამერიკული საინვესტიციო ფონდი Gramercy-ისგან აქტივების დამალვა ედება ბრალად.
ბახმატიუკი რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს. Bloomberg-ის ინფორმაცით, 26 სექტემბერს მან აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ცალკე საქმეში უკრაინაში ბახმატიუკს ბრალი ედება 49 მილიონი დოლარის სტაბილიზაციის სესხის გაფლანგვაში, რომელიც მთავრობამ მის ბანკს VAB-ს, 2014 წელს მისცა. ბიზნესმენი ამ ბრალდებასაც უარყოფს.