თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი აირჩია ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარედ.