სერჰი გაიდაი: ლიმანის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება

ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერჰი გაიდაი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის განთავისუფლების შემდეგ, ლუგანსკის ოლქის დეოკუპაციის დაწყებას ელის.

„მას შემდეგ, რაც ოკუპანტები დატოვებენ ლიმანს (თუ შეუძლიათ და თუ დრო აქვთ), ლიმანის შემდეგ დაიწყება ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია. ჩვენ ყველა ამას ველოდებით, მოვემზადეთ“, - აღნიშნა გაიდაიმ. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ როგორ და რა მიმართულებით მოხდება დეოკუპაცია, ამას სამხედროები გადაწყვეტენ. 

გაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტები, რომლებიც ლიმანიდან გარბიან, აქვეყნებენ ვიდეოებს, რომ ისინი მიატოვეს და არ იციან რა გააკეთონ.