ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშის შემდეგ. შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სტარუხის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამით, რუსულმა ძალებმა ქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას დაარტყეს. ამასთან, პოლიციის უფროსმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 92 ადამიანი დაშავდა.