რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეაჩეროს ძალადობა უკრაინაში. მისი თქმით, კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას.
რომის პაპმა ასევე დაგმო პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ბოლო ანექსია და მოუწოდა მას, ესკალაციის შემთხვევაში საკუთარ ხალხზე იფიქროს.
წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილების წინაშე რომის პაპმა ასევე განაცხადა:
- „უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიმართვა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვევედრები მას, შეწყვიტოს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო.
მეორე მხრივ, დამწუხრებული ვარ უკრაინის მოსახლეობის უზარმაზარი ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა აგრესიის შემდეგ, მე თანაბრად იმედისმომცემი თხოვნით მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის“.