უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დიდხანს არ გაგრძელდება და მისი აქტიური ეტაპი მალე დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
დამაზუსტებელ კითხვას, გაგრძელდება თუ არა ეს „ორი თუ სამი კვირა“, ბუდანოვმა უპასიხა, რომ საუბარია უფრო ხანგრძლივ პერიოდზე.
„ეს ომი ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ის მალე დასრულდება", - განაცხადა ბუდანოვმა უკრაინული მედიის ცნობით.
„მაისის ბოლოს მე ვთქვი, როგორი წარიმართებოდა სამხედრო ოპერაციები, პირდაპირ ვთქვი, რომ ივნისი არ იქნებოდა კარგი ჩვენთვის, წავაგებდით. ივლისში იქნებოდა პირობითი სტაგნაცია, აგვისტოში კი დავიწყებდით ეტაპობრივად სვლას ტერიტორიების აღდგენისკენ.
ზამთარში ომი დიდწილად ჩაცხრება, ზამთრის შემდეგ კი ამ კონფლიქტის დასრულება დაიწყება. პირველ ეტაპზე - 1991 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლა“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინის არმია ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს შევა. „შესაძლოა, ცოტა ადრეც“.