უკრაინა ყოველთვის იყო და მომავალშიც სამხედრო და საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ევროპული ცენტრი გახდება, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ვემზადებით უკრაინაში საწვრთნელი ცენტრისა და თვითმფრინავის ძრავების ერთობლივი წარმოებისთვის კომპანია Baikar-ის ქარხნის შესაქმნელად. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტებს. უკრაინა ყოველთვის იყო და გახდება სამხედრო და საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ევროპული ცენტრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, „ძლიერი“ უწოდა NATO-ს ცხრა ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომლებიც მხარს უჭერდნენ კიევის ალიანსში შესვლას.
„დღეს გვაქვს ძლიერი ერთობლივი განცხადება NATO-ს ცხრა ქვეყნის ლიდერებისგან. ესენია ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი“, - თქვა მან.
„ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს რუსეთის ესკალაციის ნაბიჯები და, რაც მთავარია, მხარი დაუჭირეს ჩვენს მისწრაფებას გავხდეთ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ჩვენს პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.