ჩეხეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ხოლო იქ მყოფებმა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა.

ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთში, ევროპის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.  

„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თანამოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა [რუსეთის ფედერაცია]“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, პრაღის ხელისუფლება აფრთხილებს, რომ მოსკოვსა და ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების გამო, მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს. 

მანამდე მსგავსი განცახადებით, თავის მოქალაქეებს აშშ-ის, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებამ მიმართა.