ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ კუპიანსკის რაიონში მდებარე ჰოსპიტალს.
„სამწუხაროდ, დაიღუპა ანესთეზიოლოგი, დაშავდა ერთი მედდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება", - წერს სინეგუბოვი ტელეგრამის არხზე.
მისივე თქმით, საავადმყოფოს შენობა პირველიდან მეოთხე სართულამდე თითქმის მთლიანად დანგრეულია.
ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებიან.