ევროკავშირი უკრაინას დამატებით €5 მილიარდს გამოუყოფს

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს. 

ამ საკითხს Twitter-ზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი გამოეხმაურა.

„ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის“ , - აღნიშნა უკრაინის პერმიერმა.

„ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი ჟესტი, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ამ ომში გამარჯვებას, აღმშენებლობასა და ევროპულ მომავალს“, - წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.