ევროკავშირი და ისრაელი 2012 წლის შემდეგ პირველ მაღალი დონის მოლაპარაკებებს მართავენ

ევროკავშირმა და ისრაელმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაღალი დონის მოლაპარაკებები პირველად გამართეს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ორი სახელმწიფოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის შეაქო იაირ ლაპიდი, თუმცა აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიებზე ვითარება შემაშფოთებელია.

მედიის ცნობით, ევროკავშირი ზეწოლას განახორციელებს ისრაელზე შეჩერებული სამშვიდობო ძალისხმევისა და პალესტინურ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო.

„ჩვენ გულწრფელად და ღიად განვიხილავთ ზოგიერთ სფეციფიკურ საკითხს, რომლებიც ჩვენი ერთობლივი შეშფოთების საგანია, ვგულისხმობ ვითარებას პალესტინურ ტერიტორიებზე და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, რომელიც შეჩერებულია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესის განახლება, რომელსაც შეუძლია, ყოვლისმომცველი რეგიონული მშვიდობა გამოიწვიოს“, - განაცხადა ბორელმა.