ფინეთი უკრაინაში სამხედრო დახმარების მეცხრე პარტიის გაგზავნისთვის ემზადება. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს [დახმარების ახალი პაკეტი] იყოს ბოლო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის დიდი ხნის განმავლობაში მხარდასაჭერად”, - განაცხადა კაიკონენმა.
მისივე თქმით, ახალი დახმარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება.
სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების რვა პაკეტი მიაწოდა, რომელთა საერთო ღირებულება 92,3 მილიონ ევროს შეადგენს.