ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, აშშ თავის ატომურ ავიამზიდს სამხრეთ კორეის წყლებში განათავსებს. ამის შეახებ Anadolu წერს.
(USS Ronald Reagan) ავიამზიდი, რომელმაც ნახევარკუნძული აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი საზღვაო წვრთნების შემდეგ, გასულ კვირას დატოვა, ახლა აღმოსავლეთით დაბრუნდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ციტირებს.
რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს.
სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა.
„ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.