ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე მოლაპარაკების მიზნით კიევში გაემგზავრება.
„კიევისკენ მიმავალ გზაზე ვემზადები მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის საჭიროება ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე", - წერს გროსი Twitter-ზე და აქვეყნებს ფოტოს „უკრზალიზნიცის“ მატარებლის მახლობლად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.