სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ფილიპ რიკერმა, განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ფილიპ რიკერის კომნტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ფილიპ რიკერის თქმით, აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა, გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
მისი თქმით, საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია.
„რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. თბილისიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლებიც შემომიერთდნენ და ახლა დავბრუნდები ვაშინგტონში და მოვახსენებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს“, – აღნიშნა რიკერმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებები პირველად გაიმართა.