რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლეს. რაკეტები მოხვდა კორპუსებს, ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება.
„მტერმა რაკეტები ესროლა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებს, რის შედეგადაც ისინი მნიშვნელოვნად განადგურდა. არის მსხვერპლი", - აცხადებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე სტარუხი.