ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის და იაპონიის ცნობით, რაკეტამ დაახლოებით 350 კმ მანძილი, მეორემ კი 800 კმ. დაფარა.

რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს.

სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა.

„ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.